უცხოური მედია

PEOPLE- ამალ კლუნს, შესაძლოა, ტრამპის სანქციები შეეხოს და აშშ-ში შესვლა აეკრძალოს

რამდენიმე ცნობილ ბრიტანელ იურისტს, მათ შორის ამალ კლუნს შეტყობინება მიუვიდათ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, აშშ-ში შესვლა შეეზღუდოთ. ამის შესახებ people იტყობინება.

 Financial Times-ის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ რამდენიმე წამყვანი ადვოკატი გააფრთხილა, რომ  შესაძლოა, ტრამპის სანქციებში მოყვნენ იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიულ კონსულტაციას უწევენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ.

 თებერვალში ტრამპმა გამოსცა ბრძანება 14203- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ“. დანართში ნახსენებია ბრიტანელი ადვოკატი იოავ გალანტი, რომელიც სასამართლოს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა ამ საკითხში.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მოითხოვა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ჰამასის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრების ორდერის გაცემა.

თუ ბრიტანელი იურისტების მიმართ სანქცია ძალაში შევა, 47 წლის ამალ კლუნი, რომელსაც ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, ვეღარ შეძლებს  აშშ-ში შესვლას, სადაც ის ქმართან, მსახიობ ჯორჯ კლუნთან ერთად უძრავ ქონებას ფლობს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა