პოლიტიკა

გრიგოლ გეგელიას მიზანმიმართული ტყუილი – სინამდვილეში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც მოიცავს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს

ხაზარაძის „ლელო“ მორიგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ამჯერად საქმე ეხება გრიგოლ გეგელიას მიერ გავრცელებულ ტყუილს იმის შესახებ, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი.

გეგელიას მიერ საგანგებოდ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ, ინტერნეტგამოცემა „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის პროექტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ სინამდვილეში რეფორმის შედეგად სამინისტროში იქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც მოიცავს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს, რაც როგორც ცნობილია ევროპის ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

მოპოვებულ დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ ახალი სტრუქტურის მიხედვით, ევროინტეგრაციის დეპარტამენტში იქნება 4 სამმართველო.

შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც მინისტრი მათ რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად აცნობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა