პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე – ხშირ შემთხვევაში კონკრეტული ფონდების მიზანი იყო ძალადობის წახალისება, პირდაპირ ხდებოდა მოწოდება, რომ არ დამორჩილებოდნენ კანონის მოთხოვნებს

ხშირ შემთხვევაში კონკრეტული ფონდების მიზანი იყო ძალადობის წახალისება, წახალისება იმისა, რომ დარღვეულიყო კანონი, არ დამორჩილებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამის მაპროვოცირებელი იყო სწორედ ამ ფონდების არსებობა, –  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

დარახველიძის თქმით, ფონდებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტული შედეგების თაობაზე დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

„ჩვენ როცა ვსაუბრობდით აქციის ხასიათზე და იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რომლებიც დაგეგმილი იყო და პოლიციამ თავისი აქტიური მოქმედებებით თავიდან აირიდა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდებოდა შესაბამისი მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე მორალური, ადამიანური რესურსები და ა.შ. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, პირდაპირ იყო პროპაგანდა, რომ დაარღვიონ კანონმდებლობა და თუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოიყენებს ჯარიმებს, არსებობს ფონდები, რომლებიც ამ ჯარიმებს გადაიხდიან. მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ მსხვილი თანხები იქნა გადახდილი, მათ შორის ამ ფონდების კონკრეტული განმკარგველები თავადვე აცხადებდნენ, რამდენი გადაიხადეს ჯარიმების ასანაზღაურებლად. პირდაპირ ხდებოდა მოწოდება, რომ არ დამორჩილებოდნენ კანონის მოთხოვნებს, დაერღვიათ კანონი და თუ მაინც დააჯარიმებდა პოლიცია, ამ შემთხვევაში კონკრეტული ფონდი იღებდა პასუხისმგებლობას.

შესაბამისად, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, მათი მხრიდან კონკრეტული მიმართვის საფუძველზე მიღებული იქნა დაყადაღების გადაწყვეტილება და გრძელდება გამოძიება. კონკრეტული შედეგების თაობაზე დამატებით ეცნობება საზოგადოებას, თუმცა ვიმეორებ, ამ ფონდების მიზანი ხშირ შემთხვევაში იყო ძალადობის წახალისება, წახალისება იმისა, რომ დარღვეულიყო კანონი, არ დამორჩილებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამის მაპროვოცირებელი იყო სწორედ ამ ფონდების არსებობა. შესაბამისად, ძალიან სწორად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, გრძელდება გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს.

თუ დახმარება ის არის, რომ ადამიანს მოუწოდებ, დაარღვიე კანონი და მე გადაგიხდი ჯარიმას, გასაგებია, რომ ეს ფონდი ვეღარ გადაუხდის ჯარიმას. ძალიან ხშირი შემთხვევა იყო და უფრო მეტად ორიენტირებული იყო სწორედ ამ ჯარიმების გადახდაზე. შემიძლია, გაჩვენოთ კონკრეტული პოსტები, სადაც პირდაპირ წერენ, რომ 300 000 ლარი გადავიხადეთ უკვე აქციაზე დაჯარიმებული პირების მხრიდან, რომლებიც ხელოვნურად კეტავდნენ გზას ან პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სასამართლოს მხრიდან იქნა დაჯარიმებული. კონკრეტული მაგალითებია. საზოგადოება, ვინც ადევნებს თვალს სოციალურ ქსელებს, ამას კარგად ხედავდა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა