ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ამბავიკულტურა175 ნახვა

ჯიმ ქერი ცოცხალია? შეთქმულების თეორია “ორეულზე”, რომელმაც ინტერნეტში მღელვარება გამოიწვია

ჯიმ ქერი ცოცხალია? შეთქმულების თეორია “ორეულზე”, რომელმაც ინტერნეტში მღელვარება გამოიწვია

ჰოლივუდის ლეგენდის, ჯიმ ქერის გამოჩენამ პარიზში, კინოპრემია „სეზარის“ დაჯილდოებაზე, სოციალურ ქსელებში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. მსახიობის შეცვლილმა გარეგნობამ მისი ფანები ორ ბანაკად დაყო: ზოგი პლასტიკურ ქირურგიას აბრალებს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ სცენაზე „ნამდვილი“ ჯიმ ქერი არ იდგა.

მთავარი „სამხილი“, რომელსაც კონსპიროლოგები ეყრდნობიან, მსახიობის თვალის ფერია. ყველასთვის ცნობილია, რომ ქერის ყავისფერი თვალები აქვს, თუმცა პარიზული ღონისძიების ფოტოებზე ისინი აშკარად მწვანედ მოჩანს.

ამას დაემატა ცნობილი ვიზაჟისტის, ალექსის სტოუნის პოსტიც. სტოუნმა, რომელიც ცნობილია გამოჩენილ ადამიანებად გარდასახვის საოცარი ნიჭით, სოციალურ ქსელში რეზინის ნიღბის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა, რომ პარიზში სინამდვილეში ის იმყოფებოდა.

ჭორები იმდენად შორს წავიდა, რომ განმარტებების გაკეთება „სეზარის“ პრემიის ორგანიზატორებსადა მსახიობის აგენტს მოუხდათ:

მარლეა ლესლიმ (ჯიმ ქერის აგენტი) ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსახიობი პირადად იმყოფებოდა ცერემონიაზე და კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო თავად ჩაიბარა.

გამოცემა Variety აღნიშნავს, რომ ქერის „უცნაური“ იერი, შესაძლოა, მისი იზოლირებული ცხოვრების სტილის ბრალი იყოს. 2024 წელს ფილმ „სონიკ 3“-ის გამოსვლის შემდეგ, მსახიობი ჰავაიზე დასახლდა, სადაც დროს ხატვასა და ოჯახს უთმობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვარსკვლავების „ჩანაცვლებაზე“ საუბრობენ (გაიხსენეთ ავრილ ლავინის ან პოლ მაკარტნის ისტორიები). ჯიმ ქერის შემთხვევაში, მისი სახის გამომეტყველება ყოველთვის იყო მისი „სავიზიტო ბარათი“, ამიტომ ნებისმიერი ასაკობრივი ცვლილება ფანებისთვის მტკივნეულად და საეჭვოდ აღიქმება.