თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. დღეს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აბაშიძემ მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა.
როგორც BM.GE-ის საკრებულოში განუცხადეს, მისი კანდიდატურა ვაკანტურ თანამდებობაზე ერთადერთი იყო.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცემერის პოსტი დაიკავა.
თავმჯდომარედ არჩევამდე ზურაბ აბაშიძე 2021 წლიდან დღემდე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი.
Facebook Comments Box