სამართალი

“23 მაისს რუსთაველის გამზირზე ფოიერვერკის სროლისთვის აქტივისტი საბა ბაღდავაძე დააკავეს, დღეს მონა მოსამართლემ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა” – თამარ კურატიშვილი

აქტივისტი საბა ბაღდავაძე რუსთაველზე ფოიერვერკის სროლის გამო, 24 მაისის ღამეს, კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა. მას 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ აქტივისტი თამარ კურატიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“23 მაისს რუსთაველის გამზირზე ფოიერვერკის სროლისთვის აქტივისტი საბა ბაღდავაძე დააკავეს, დღეს მონა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ უარი თქვა მისთვის ფულადი სახდელის დაწესებაზე და საბას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საბა ბაღდავაძე 24 მაისს, შუაღამისას, კრიმინალურმა პოლიციამ საბურთალოზე ფოიერვერკის სროლისთვის დააკავა. მათი ჩვენების მიხედვით, საბამ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად აქტივისტი უარყოფს, მოსამართლემ კი პროცესზე ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ მისი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საბა ბაღდავაძე ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. მეგობრები ვართ მის გვერდით და ვიბრძოლებთ მის მხარდამხარ!ბრძოლა გვექნება ბოლომდე!” – წერს თაკო თამარ კურატიშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა