უცხოური მედია

Politico- ტრამპის ადმინისტრაციამ სტუდენტური ვიზის მისაღები გასაუბრებები შეაჩერა და სოციალური ქსელების შემოწმებას აპირებს

ტრამპის ადმინისტრაციამ სტუდენტური ვიზის მისაღებად, გასაუბრებები შეაჩერა, სანამ ვიზის მსურველთა  სოციალური ქსელების შემოწმება არ მოხდება,-ამის შესახებ Politico წერს.

უცხოელებს, რომლებიც აშშ-ში ვიზის მიღებას აპირებენ, დროებით შეუჩერდებათ გასაუბრება. განკარგულება სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასცა. Politico წერს, რომ ეს ნაბიჯი არის გასაუბრების ახალი ფორმატისთვის მზადება. სავარაუდოდ, ვიზებს გასცემენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გულდასმით იქნება შემოწმებული სოციალური ქსელები.

შემოწმების კრიტერიუმები არ სახელდება, თუმცა ნახსენებია განკარგულებები, რომელიც ეხება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ადრე მსგავსი შემოწმება ტარდებოდა შერჩევით- როგორც წესი, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შესაძლოა, კავშირში ყოფილიყვნენ ანტიისრაელურ აქციებთან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შემოწმების ასეთი ინიციატივა მნიშვნელოვნად შეანელებს ვიზის მიღებას და უარყოფით გავლენას იქონიებს იმ უნივერსიტეტებზე, რომლებიც ფინანსდება უცხოელი სტუდენტების ნაკადით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა