განცხადება · 171 ნახვა
„უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის“
უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იგი გაკვირვებულია იმით, რომ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როდესაც პუტინი, თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ამისთვის მზადაა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის… ზელენსკისთან მოლაპარაკება ბევრად უფრო რთულია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტელეკომპანიის კითხვაზე უკრაინისგან დახმარების მიღების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი უკანასკნელი ადამიანია, ვისგანაც დახმარება გვჭირდება“.
ანამდე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს შესთავაზა დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალებაში.
ამავდროულად, ტრამპმა უარი თქვა კომენტარზე იმის შესახებ, მიიღო თუ არა აშშ-მ უკრაინისგან დახმარება დრონების ჩაჭრის ტექნოლოგიების სფეროში.
დონალდ ტრამპი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დონალდ ტრამპი„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს, მას მოლაპარაკება არ სურს, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს“
- დონალდ ტრამპი„ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი“
- დონალდ ტრამპი„ირანთან ომი დასრულებულია“
- დონალდ ტრამპი„აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია“
