პოლიტიკა

ელენე ხოშტარია- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია,-ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის წინა, 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარება და დანებება.

„ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა არის რეჟიმის ლეგიტიმაცია. რუსული ძალადობრივი რეჟიმის! ეს არის წინა, 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის და მოტაცებული არჩევნების, პრაქტიკულად, დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა. ჩემი აზრით, ეს არის ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პატიმრების ციხეში ყოფნის ფონზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრძოლის სტრატეგია უნდა იყოს რეჟიმის არაღიარება, ართანამშრომლობა და ყველაფერი, რაც არღვევს ამ პირობებს, არის სრულიად მიუღებელი.“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა