ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი12°C
  • გორი12°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ22 ᲛᲐᲠᲢᲘ09:36
ანდრია ჯაღმაიძე

განცხადება · 109 ნახვა

„სამების ტაძარში წირვის დროს დატოვებული იქნება კორიდორი, სადაც უწყვეტად შეეძლება მრევლს შესვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის“

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც სამგლოვიარო დღეებში ვერ მოახერხეს სამების ტაძარში პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა დღესაც ექნებათ, როგორც ღვთიმსახურების დროს, ისე – სამგლოვიარო მსვლელობისას.

მისი თქმით, სამგლოვიარო მსვლელობისას, მარშრუტის გასწვრივ ცოცხალი დერეფნები მოეწყობა.

„15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის. ვიცი, რომ ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლად ჩაკეტილი არ იქნება, შეეძლებათ, რომ შემოვიდნენ მსახურების დროს.

გადასვენების პროცესში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ კორიდორის მიღმა დადგნენ მარჯვნივ, მარცხნივ. იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდება გამოსვენება, სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ, რომ ასე მიაგონ საბოლოო გზაზე გზაზე პატრიარქს. დერეფნები მოწესრიგებული იქნება ჯებირებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ანდრია ჯაღმაიძე„სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, დაველოდოთ სინოდს, ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს“