სამართალი

მოსამართლე ლილი მსხილაძე-სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა

მოსამართლე ლილი მსხილაძემ რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს, გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გაითვალისწინა რა ბრალდებულის მდგომარეობა, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ “მინიმუმი 3 წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული”.

„რაც შეეხება სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ და ამგვარ სიტუაციებში ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფოში სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, მოგეხსენებათ, რომ უფლებამოსილია 50-ე მუხლთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილების გამოყენება მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. რაც შეეხება თქვენს აღიარებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ ხართ ნასამართლევი, გყავთ მცირეწლოვანი შვილი, მე მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ მინიმუმი 3 წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული“-განაცხადა ლილი მსხილაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა