უცხოური მედია

WSJ- აშშ უკრაინას წაართმევს უმნიშვნელოვანეს თავდაცვით ტექნოლოგიებს და ახლო აღმოსავლეთში, თავის საჰაერო ძალებს გადასცემს

აშშ უკრაინას უმნიშვნელოვანეს თავდაცვით ტექნოლოგიებს უკან გამოართმევს,-ამის შესახებ პენტაგონმა გასულ კვირას კონგრესს მოახსენა, ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს, გაზეთის ცნობით, აშშ-ს ჯარს სასწრაფოდ დასჭირდა დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები. აღნიშნული პრობლემა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგენსმა აღმოაჩინა.

გამოცემას მიაჩნია, რომ უპილოტო საფრენი აპარატებისგან დამცავი მოწყობილობების სასწრაფო გადასროლა იმ რეგიონში, სადაც აშშ შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება (ირანი, ან ჰუსიტებთან საომარი მოქმედებების განახლება) მიუთითებს იმას, რომ ქვეყანას დეფიციტი აქვს თავდაცვით კომპონენტში.

თავდაპირველად, აღნიშნული ტექნოლოგიები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, უკრაინას გადაეცა უსაფრთხოებაში დახმარების ინიციატივის ფარგლებში . გაზეთი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა კიევს ამ ტექნოლოგიით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა