რელიგია

დღეს სულთმოფენობაა – სულიწმინდის მოვლენის დღე

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია.

აღდგომიდან 50 – ე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს დედაზე და 120 მოწაფეზე გადმოვიდა, უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.

სულფმოფენობის ერთერთი ტრადიციაა ყვავილების კურთხევა..

ამ დღეს ტა­ძარს ყვა­ვი­ლე­ბით, მწვა­ნე მინ­დვ­რის მა­სით რთავენ, წირ­ვის შემ­დეგ იკურ­თხე­ბა ეს ყვა­ვი­ლე­ბი. ტაძ­რის მწვა­ნედ შე­მოს­ვის ტრა­დი­ცია ძვე­ლი აღ­თქმი­დან იღებს სა­თა­ვეს, კარ­ვო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ სახ­ლებს ყვა­ვი­ლე­ბი­თა და ბა­ლა­ხით რთავ­დნენ. ეს ბალახები, ყვავილები ერთი კვირის შემდეგ მიაქვთ სახლში და წელიწადის განმავლობაში იყენებენ როგორც სიწმინდეს, ხარშავენ და მიირთმევენ.

” ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც… ამინ ”

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა