ეკონომიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფია ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე, ყიდულობენ შეღავათიან და ეკონომიურ ავტომობილს

მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად, ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს – შეღავათიანს, ეკონომიურს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ,  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, შესაძლებელია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება, მაგალითად, იაპონიაში, კონკრეტულ კლასზე მოქმედებს სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.

მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე, რადგან ეს არის არა კომფორტი, არამედ, აუცილებლობა.

დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

„რომ შევთანხმდეთ, მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს – შეღავათიანს, ეკონომიურს.

შემოთავაზება მაქვს – ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო პრაქტიკაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, იაპონიაში „ქეი ქარს“ ასე ჰქვია – სპეციალური კლასი არსებობს, მოქმედებს მასზე სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.

სინგაპურში და ჰონგ კონგში მანქანის ფლობა ძვირია, თუმცა რეგისტრაციის საფასური პირდაპირ პროპორციულია ძრავის მოცულობისა. 1.6-მდე ძრავის მქონე მანქანები კატეგორია „ა“-ში გადიან, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე მაღალი კუბატურის კატეგორია, რომელიც არის „ბ“ კატეგორია.

საფრანგეთში, მაგალითად, ე.წ. ბონუს-მალუსის სისტემა არსებობს ჯარიმა-ჯილდოს სისტემა: თუ ყიდულობ დაბალი „ემისიის“ მანქანას, სახელმწიფო გაძლევს სუბსიდიას, შეღავათს, ხოლო დიდი ძრავის შემთხვევაში გადაგახდევინებს თანხას.

როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე. რადგან ეს არ არის კომფორტი – ეს არის აუცილებლობა. და ეს არის დაბალი კუბატურის მანქანები, რომლებსაც ეს მიზნობრივი ჯგუფები იძენენ.“ – განაცხადა ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.