ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ "ლელოს" წევრი დათუნაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 20 ნოემბერი
  • USD2.5933+0.0006
  • EUR2.8547+0.0100
  • GBP3.4159
  • TRY0.0514
  • 100 RUB3.1655+0.0174
  • AZN1.5246−0.0008
  • 1000 AMD7.1936+0.0062
  • 10 UAH0.5748+0.0023
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ30 ᲛᲐᲠᲢᲘ17:31
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 180 ნახვა

„ჯი-ემ ფარმას” დირექტორს

„მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა „“

მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას,“ – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე, მას შემდეგ რაც „ჯი-ემ ფარმას” დირექტორის გოჩა გოგილაშვილის მისამართით მის მიერ დასმულ კითხვაზე ვერ მიიღო შესაბამისი პასუხი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორი მანიპულაციურ პასუხებს სცემს კითხვებს, რომლებიც ბაზარზე „ჯი-ემ ფარმას“ მონოპოლისტურ მდგომარეობას ეხება.

„მაინტერესებს, „ჯი-ემ ფარმას” მიერ წარმოებული მედიკამენტებიდან, ერთი კონკრეტული დასახელების მედიკამენტით ბაზარზე რა წილს ფლობთ და როგორია საშუალო მაჩვენებელი. გასაგებია, რომ მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე შეიძლება 6-7% ფლობთ, მაგრამ შესაძლებელია რომელიმე ერთი კონკრეტული მედიკამენტის შემთხვევაში თქვენი წილი შეიძლება, 60-80% იყოს. იმ 40 დასახელების მედიკამენტიდან, რომელსაც აწარმოებთ თქვენი წილი ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენია? ამ კითხვას შემთხვევით არ ვსვამ. მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას. თქვენ კი საუბრობთ ზოგადად და მანიპულირებთ ციფრებით.

გასაგებია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე 6-7%-ია თქვენი კომპანიის წილი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პრეპარატის წარმოებაში, ან დისტრიბუციაში მონოპოლისტური მდგომარეობა არ გიკავიათ. უბრალოდ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თქვენ პასუხი არ გაქვთ და რასაც ამბობთ ეს უკვე მანიპულაციური პასუხია. მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ დავადგინო სად, რომელი პრეპარატის მიხედვით შეიძლება გქონდეთ უპირატესი მდგომარეობა. ზოგადად მონოპოლისტური მდგომარეობა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ისეთ ფასს დააწესებთ, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები არ არის, თქვენ კი რატომღაც ამ მიმართულებით მიგყავთ საუბარი და ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაურია. სახელმწიფოს მიდგომა, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე [და 7 ათასი დასახელების მედიკამენტია ასეთი] გარკვეული რეგულაციების შემოღება კარგია და შეიძლება ვიფიქროთ ამ მიმართულების გავრცელებასა და გაფართოებაზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.“
  2. ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
  3. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  4. ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“