ისრაელმა ღაზის სექტორამდე გემი Madleen-ი შეაჩერა, რომელზეც გრეტა ტუნბერგი და სხვა აქტვისტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც გემზე მყოფი პირები, ასევე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გემი Madleen-ი ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიემართებოდა.
კვირას კოალიცია „თავისუფლების ფლოტილიამ“ „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „SOS, Madleen-ზე მყოფი მოხალისეები ისრაელის ძალებმა გაიტაცეს“.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ გემი ახლა უსაფრთხოდ მიიწევს ისრაელის სანაპიროებისკენ. მოსალოდნელია, რომ აქტივისტები შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში.
„ღაზის სექტორში დახმარების მისაწოდებლად არსებობს გზები, რომლებიც არ მოიცავს „ინსტაგრამის“ ე.წ. სელფებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მისივე თქმით, გრეტა და სხვები აპირებდნენ მედია-პტოვოკაციას, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. მათი დახმარება კი, მოიცავდა ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელმაც ერთი მანქანაც კი ვერ გაავსო. მინისტრის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება 1200 სატვირთო ავტომობილით გაგზავნა.
