პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ისე, როგორ არის მათი საქმე, კანონმა რომ კუდზე ფეხი დააჭირათ? ევროპაში შეიძლება და საქართველოში არ შეიძლება?

გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა. უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, არ უნდა უკვირდეთ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის.

„გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა. ასე რომ ნუ გაუკვირდებათ და ეწყინებათ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის. ისე, როგორ არის მათი საქმე, ეხლა რომ შფოთავენ, კანონმა რომ კუდზე ფეხი დააჭირათ? ევროპაში შეიძლება და საქართველოში არ შეიძლება?“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა