ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბათ იამში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბალისტიკური რაკეტა მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. 20-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ირანის იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულია 4 ადამიანი. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელზე ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
საერთო ჯამში, ბოლო 24 საათში ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.
Facebook Comments Box