პოლიტიკა

ანა ბუჩუკური – არცერთ „ნაცს“ არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს, აი, ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო“ სამარცხვინოდ წარუმატებელი

არცერთ „ნაცს“, არცერთს არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრს, გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო. ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო“ სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

„„ნაცები“ წერენ, რომ გახარიას, რომელიც ერთადერთია, ვინც არჩევნებზე ღიად ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ბიძინა იჭერს იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო.

ანუ – კაცი იძახის მონაწილეობას ვიღებო და ბიძინა იჭერს, მონაწილეობა მიიღეო, აიძულოსო.

ლოგიკა, როგორც ასეთი.

სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის – არცერთ „ნაცს“, არცერთს (!) არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო.

აი, ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო“ სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი“, – წერს ანა ბუჩუკური.

საქართველოს პროკურატურაში 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა