პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი დიდი ხანია, გადავლახეთ, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან, ვესაუბრებით „ლელოს“

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი დიდი ხანია, გადავლახეთ, დიდი ხანია, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით და ამაზე ვესაუბრებით „ლელოს“, დიდი ხანია, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილსასევე კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.

„რაც შეეხება კვლევას, ამ კვლევას რა მხრიდანაც არუნდა შევხედოთ, ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის მთავარი საკითხია, რომ ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა „კოალიციები”, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მეორე, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს მზარდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ძალიან ეფექტურია. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არც ოლიგარქები გვყავს, ვინც გვაფინანსებს, არც ბანკირები გვყავს. არანაირი ფინანსური სერიოზული რესურსი ჩვენს უკან არ დგას. ამის მიუხედავად, შევძელით, რომ ყველაზე ეფექტურად, მინიმალური შესაძლებლობების ფარგლებში მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რაც მივაღწიეთ და გვქონოდა მეტი პერსპექტივა. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენს უკან მდგომი ამომრჩევლები ჩვენგან რაიმე ფინანსურ მხარდაჭერას კი არ ელოდებიან, ჩვენთან არიან, რადგან სჯერათ იმ იდეის, რაც ჩვენ გვაქვს. ძალიან დიდი ინტერპრეტაციის სივრცეებია და ამ სივრცეებში არ გვინდა შესვლა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა