უცხოური მედია

ტაკერ კარლსონი: ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა, აშშ ომში ჩაითრიოს, მომდევნო მოვლენები განსაზღვრავს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას

ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ ის ისრაელის ირანზე თავდასხმის თანამონაწილეა.

კარლსონის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა, აშშ ომში ჩაითრიოს.

„მომდევნო მოვლენები განსაზღვრავს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას“, – განაცხადა ტაკერ კარლსონმა.

ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

„ვინმემ აუხსენით გიჟ ტაკერ კარლსონს, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი!“- წერს დონალდ ტრამპი.

როგორც მედია წერს, ტაკერ კარლსონი დიდი ხანია, ტრამპის მხარდამჭერია, თუმცა, მისი დამოკიდებულება ბოლო დროს მკვეთრად შეიცვალა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა