უცხოური მედია

კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ

გასულ ღამეს რუსებმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 44. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს.

“წინასწარი ინფორმაციით, კიევში უკვე 14 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მიმდინარეობს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები”, – თქვა მან.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, კიევის სხვადასხვა რაიონში რუსული თავდასხმის ქვეშ 27 ადგილი მოექცა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა