სირიის დედაქალაქში, ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, კიდევ 63 ადამიანი დაჭრილია.
ტერაქტი დამასკოში, წმინდა ელიას ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, თუმცა თავად დაჯგუფებაში პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
Facebook Comments Box