პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ მარტა კოსის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე: სად არის თქვენი დაძმარებული სანქციები, სად???

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას მარტა კოსის მისამართით „სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროპელების მისამართით გაკეთებულ სხვა საინტერესო მიმართვებს მომავალშიც ექნება ადგილი.

„სად არის თქვენი დაძმარებული სანქციები, სად??? სად არის ფშვენა თვალსა თქვენსა შინა ძელსა ზედა ჩვენსა??? სად არის ბოლოს და ბოლოს ალიოშა დევდარიანის არქივი??? ან სად ვარ მე და სად ხართ თქვენ? შექსპირისა არ იყოს: “სად ყოფნა” – “არსად ყოფნა”, შესაკითხიც ეგრეა… ამ და სხვა საინტერესო მიმართვებს მომავალშიც ექნება, ან არ ექნება ადგილი. რადგანაც, სადაც არ უნდა შეთხარო, ყველგან შეთხარო შეგიძლია…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა