საზოგადოება

კახა კალაძე: უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს საქართველოს ინტერესები.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველო საერთაშორისო მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა არ ვართ, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით. უამრავი მადლობა და წარმატება ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს. ჩვენ დავამტკიცეთ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა. თუმცა, დღეს, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატო-ში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა