ესეც, რა თქმა უნდა, არის დონორების „დამსახურება“. ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს და მითუმეტეს შალვა პაპუაშვილი აქტიურობს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, რომ ისინი ხელოვნურად ახალისებენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დონორებზე არ არის საუბარი, დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ ნაწილზეცაა საუბარი, ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას,- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის და დონორების მხრიდან მზია ამაღლობელის ჩადენილი დანაშაულის გაგმირებას მოჰყვა, სწორედ მწერალ ზვიად რატიანის მიერ მსგავსი ქმედების ჩადენაც.
„მაშინ როდესაც მაგალითად, მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ როგორ ურტყამს ხელს [პოლიციას] ისევ რატიანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის აღბეჭდილი და შესაბამისად ამაზეც აპელირება არის აბსურდი, უაზრობა, ვინაიდან ყველა პირდაპირ ეთერში ვხედავთ კადრს, თუ როგორ მოქმედებს ეს პიროვნება და როგორ ურტყამს პოლიციელს ხელს, რაც რა თქმა უნდა, არის დასჯადი საქციელი“,-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.