პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი, პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივების წინააღმდეგ პოზიცია არა მხოლოდ უვიცობის, არამედ ადამიანების სიცოცხლით სპეკულაციის გამოხატულებაა

როდესაც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი, პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივების წინააღმდეგ პოზიცია – არა მხოლოდ უვიცობის, არამედ ადამიანების სიცოცხლით სპეკულაციის გამოხატულებაა – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საგულისხმოა, რომ ახალი მიდგომით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა და კონტროლი მთლიანად სახელმწიფოს კომპეტენცია ხდება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წარსულში კერძო სექტორი ამ მიმართულებით არა მხოლოდ მოიკოჭლებდა, არამედ საზოგადოებაში არაერთი ეჭვის საფუძველსაც ქმნიდა.

ამ ცვლილებების ფონზე არ არის გამორიცხული, რომ საქართველო მალე იქცეს სხვა სახელმწიფოებისთვის მისაბაძ ქვეყნად.

„როცა საქმე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, ამ მხრივ ვინც პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივებს ან ეწინააღმდეგება ან აკრიტიკებს, პირდაპირ ვთქვათ, ის უბრალოდ უვიცი კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ნარკოტიკებით ადამიანების სიკვდილის მომხრეა ან შესაძლოა, სხვისი სიკვდილით გამდიდრების მოსურნე. საგულისხმოა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემომტანი და მაკონტროლებელი სახელმწიფო იქნება, კერძო სექტორი ამ კუთხით არათუ მოიკოჭლებდა, არამედ უამრავ ეჭვებსაც აჩენდა. ასე რომ, არ გამოვრიცხავ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საქართველო, შესაძლოა, სულ მალე ბევრი ქვეყნის სამაგალითო და მისაბაძი სახელმწიფოც კი გახდეს. ვინმეს ეჭვი ეპარება ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელი საზოგადოება სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი რომ უნდა იყოს?!“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა