დიდ ბრიტანეთში ივლისი, ტრადიციულად ასოცირდებოდა ლგბტ+ თემის სიამაყის ფერადოვან თვესთან, თუმცა წელს სრულიად სხვა მდგომარეობაა. აღარ იგრძნობა ჩვეული სადღესასწაულო ატმოსფერო: აღლუმები აღარ ტარდება, მსხვილი ბრენდები უარს ამბობენ დაფინანსებაზე, თავად თემში კი, შეშფოთება და დაპირისპირება შეიგრძნობა,-ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემა ასეთი ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას:
პოლიტიკური ზეწოლა: ცოტა ხნის წინ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ Reform UK აკრძალა ლგბტ დროშების გამოფენა იმ საბჭოების შენობებზე, სადაც მათ გაიმარჯვეს.
აღლუმების გაუქმება: უამრავი ტრადიციული გეი-აღლუმი გაუქმდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის- ლივერპულში, საუტჰემპტონსა და პლიმუტში.
ლოკალური სკანდალები: მაგალითად, გილფორდში, ადმინისტრაციულ ცენტრშიე.წ. სიამაყის თვე დაემთხვა გახმაურებულ საქმეს: Surrey Pride-ის დამაარსებლები დამნაშავეებად ცნეს გაუპატიურების საქმეზე.
სპონსორების მასობრივი გაქცევა: ღონისძიებების გაუქმების მთავარი მიზეზია კორპორატიული სპონსორების წასვლა. ეს ტენდენცია შეეხო არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთს, არამედ აშშ-ს, სადაც მსხვილმა ქალაქებმა დაკარგეს ისეთი ბრენდების ფინანსური მხარდაჭერა, როგორიცაა Comcast და PepsiCo. კვლევამ აჩვენა, რომ კორპორაციების თითქმის ნახევარმა უარი განაცხადა პრაიდის მხარდაჭერაზე.
ამ ფაქტების შედეგად „სიამაყის თვემ“ დაკარგა თავისი ჩვეული პომპეზურობა და ლგბტ თემის შეშფოთებისა და გაურკვევლობის პერიოდად იქცა.,-წერს გამოცემა.