სამართალი

ალბი კორძაია- „ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის“

ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია სასამართლოში დაიბარეს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პატრულის თანამშრომელი, ბიძინა ჟამერაშვილი შეურაცხყოფის მიყენების გამო უჩივის.

მისივე ცნობით, პროცესი 28 ივლისაა ჩანიშნული.

„დამირეკეს საპატრულოდან. ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის შეურაცხყოფის მიყენებას. მძინარე ვიყავი, თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მეგონა დღევანდელ სასამართლოზე მირეკავდნენ, მერე პოლიციელის შეურაცხყოფაო, 28 ივლისიო და მეთქი რა?!! რა თქმა უნდა, იქვე ვთქვი, რომ მაგას კი არა, უარესს იმსახურებს ეგ ნამუსგარეცხილი, რომ მათე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა და ბათუმში ისვენებს“, – წერს აქტივისტი ალბი კორძაია. 

28 ივნისს ალბი კორძაიამ გაავრცელა მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელის, ბიძინა ჟამერაშვილის ვიდეო, სადაც ის პოლიციელს ამ სიტყვებით მიმართავს: „ შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა