ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი12°C
  • გორი12°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ამბავიუცხოური მედია143 ნახვა

იქნება თუ არა 2008 წელზე უარესი? წინა მსოფლიო კრიზისის წინასწარმეტყველმა ექსპერტმა ახალი პროგნოზი გააკეთა

იქნება თუ არა 2008 წელზე უარესი? წინა მსოფლიო კრიზისის წინასწარმეტყველმა ექსპერტმა ახალი პროგნოზი გააკეთა

რიჩარდ ბუკსტეიბერი — ადამიანი, რომელმაც 2007 წელს დაწერა წიგნი „ჩვენივე შექმნილი დემონი“ და 2008 წლის კრახი იწინასწარმეტყველა — კვლავ განგაშს ტეხს. The New York Times-ისთვის დაწერილ სვეტში ის ამტკიცებს, რომ მსოფლიო ისეთი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც შესაძლოა, წინა კრიზისზე ბევრად უფრო საშინელი აღმოჩნდეს.

ამჯერად ერთ სისტემაში დაძაბულობის ერთდროულად ოთხი კერა გადაიჯაჭვა: ხელოვნური ინტელექტი, კერძო დაკრედიტების $2-ტრილიონიანი ბაზარი, საფონდო ბირჟების არასტაბილურობა და სამხედრო საფრთხეები პლანეტის ორ წერტილში: ირანსა და ტაივანში.

ბუკსტეიბერი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ მთავარი საფრთხე არა ცალკეულ რისკებში, არამედ იმ სისწრაფეშია, რომლითაც დაძაბულობა ერთი კვანძიდან მეორეში გადაედინება.

ინვესტიციების კონცენტრაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიების ირგვლივ მას უკვე აგონებს იმას, თუ როგორ მიება ფინანსური სამყარო 2008 წლის წინ უძრავი ქონების ბაზარს. ირანთან კონფლიქტით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი დაარტყამს მონაცემთა დამუშავების ცენტრებს და გაზრდის AI-გიგანტების ხარჯებს, რაც გარდაუვალად აისახება საკრედიტო და საფონდო ბაზრებზე. თავის მხრივ, ტაივანის კრიზისი ნახევარგამტარების წარმოების პარალიზების საშიშროებას მოასწავებს.