პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი-საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას?

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ეხმიანება დღეს გამართულ საპროტესტო მარშს სახელწოდებით “საქართველო დადექი” და აღნიშნავს, “საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას?” მისივე თქმით, რამდენი უშინაარსო გამოსვლა, “ბრძოლის ფაზა” და “მარშია” საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს?

“გეგმა მალე იქნება” “გეგმა არაა” “გეგმა ვართ ჩვენ” “გეგმა არის ერთობა” ისე, საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? რამდენი უშინაარსო გამოსვლა, “ბრძოლის ფაზა” და “მარშია” საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს? ან საერთოდ არის ამის შანსი?”- წერს რაქვიაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა