პოლიტიკა

გრეტა წიწავა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა – ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ ოპოზიცია უარს იტყვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

როგორც გრეტა წიწავა აღნიშნავს, ოპოზიცია ვითომ კინკლაობს, სინამდვილეში კი, ერთნი არიან და დავალების შესაბამისად იმოქმედებენ.

“ამბავი – ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა – მე მაინც მოგიწოდებთ კონსტრუქციული დიალოგისკენ… ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!!!” – წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა