დიპლომატი ვიქტორ დოლიძე იხსენებს 2012-2016 წლებში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ იმ პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაცია იყო გაცხადებული რჩევა მეგობრებისა, თუ ოპონენტების მხრიდან. “კოჰაბიტაცია იყო საყოველთაოდ გაცხადებულიც და დახურულ კარს მიღმაც. როდესაც ვეკითხებოდი ჩვენს მეგობრებს, თუ ოპონენტებს, მათ შორის ევროპარლამენტში, რომ რა არის მთავარი, მეუბნებოდნენ, მათ შორის პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ესტონელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ბლოკის ე.წ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც მეტ-ნაკლებად გაიარეს ის ისტორიული გზა, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, გვეუბნებოდნენ, რომ: „გაიგეთ ხალხო, ჩვენც გავლილი გვაქვს იგივე გზა და ჩვენც ვიცით, თუ რაოდენ რთულია ეს ყველაფერი, რომ აპატიო წინა დანაშაულები წასულ ხელისუფლებას, ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენ გქონდეთ კოჰაბიტაცია, თქვენ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოთ და ნუ დაიწყებთ ამის კეთებას, იმიტომ, რომ თქვენ წახვალთ, სხვა მოვა და ანალოგიური გაგრძელდება“ და ა.შ „- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
თეა წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ აღნიშნული ქვეყნების მხრიდან პატიების მოთხოვნა და კოჰაბიტაცია ქვეყანაში იყო, რომ დანაშაულები ეპატიებინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებისთვის ვიქტორ დოლიძემ უპასუხა, რომ ეს იყო მათი ერთგვარი რჩევა.
„ეს იყო მათი ერთგვარი რჩევა, მოდი ნუ გააგრძელებთ, ამას, რამეთუ თქვენ შემდეგ კიდევ სხვა მოვა და იქნება დაუსრულებელი ბორბალი, რომელიც მუდმივად იტრიალებს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ქართული მხრიდან მუდმივად ისმოდა შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ქართული ხელისუფლებისგან ითხოვდნენ ერთი მხრივ წინა მთავრობისთვის ყველაფრის პატიებას, და კოჰაბიტაციას, რაც დაუსჯელობის სინდრომად ყალიბდებოდა. ხოლო მეორე მხრივ, ამავე „ქართული ოცნების“ მთავრობას სთხოვდნენ სამართლიანი სასამართლოს არსებობას, რაც ერთმანეთთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა.
„მეც მაინტერესებდა მერე პასუხად, რომ კი ბატონო ამას დავასრულებთ, ხმას არ ამოვიღებთ არავის პასუხისმგებლობას არ დააკისრებს სახელმწიფო, ვყალიბდებით იმაზე რომ ერთგვარ ინდულგენციად ვაყალიბებთ ჩვენ ქვეყნის პოლიტიკოსობას, წარსულ დანაშაულებებს, თუნდაც იმიტომ რომ ის უბრალოდ წავიდა ხელისუფლებიდან, ამ კითხვებს ვუსვამდი, მაგრამ არანაირი არგუმენტირებული პასუხი არ მიმიღია. ძალიან ხშირად დამისვამს, როგორც ფორმალურად ისე არაფორმალურად. ჩვენ რეზოლუციების მიღების დროსაც მოვითხოვდით რა გინდათ გვითხარით მაშინ გაგვაგებინეთ რა ვქნათ, ეს დაუსჯელობის სინდრომსაც ეხება, ჩვენს მომავალს ეხება. “No one is above the law” თვითონ ამბობდნენ, რომ კანონზე ზემოთ არავინ არ დგას, თქვენ ერთი მხრივ მეუბნებით, რომ შევქმნა სამართლებრივი სახელმწიფო, ამიტომაც არის სამართლებრივი რეფორმა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც უდნა გავატარო და აქედან უნდა დავიწყო სწორედ, რათა ხალხში ნდობა მოიპოვოს სასამრთლო სადაც არსებობდეს და არჩევნები ტარდება ის არის დემოკრატია და მეორე მხრივ, შენ მეუბნები, რომ იცი რა, ეხლა კოაბიტაციაა მთავარი და მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს ამ საკითხებმა. სად არის ამათ შორის საზღვარი?!“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.