გარე ძალების დაკვეთით სახედაკარგული ექს-დიპლომატები, რომლებმაც კონკურსში არ მიიღეს მონაწილეობა და რეორგანიზაციის შედეგად დაითხოვეს, ყოფილ კოლეგებს აბულინგებენ; დიპლომატობის კი არადა ღირსების არაფერი ეტყობათ. ისღა დარჩენიათ, რომ სოცქსელში ჩხავილის ნაცვლად, რუსთაველზე მორბენალ სექტის აქტივისტებს შეუერთდნენ და მეგაფონში იბღავლონ,- წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, ღირებულებებისგან დაცლილი ყოფილი დიპლომატები, რომლებმაც უსამშობლოთა ჭაობში ჩაყვინთეს, ვერაფრით ჩამოშლიან საგარეო საქმეთა სამინისტროს გარე ძალების დაკვეთითაც კი.
„სახედაკარგული ექს-დიპლომატები, რომლებმაც კონკურსში არ მიიღეს მონაწილეობა და რეორგანიზაციის შედეგად დაითხოვეს, ყოფილ კოლეგებს აბულინგებენ; დიპლომატობის კი არადა ღირსების არაფერი ეტყობათ. ისღა დარჩენიათ, რომ სოცქსელში ჩხავილის ნაცვლად, რუსთაველზე მორბენალ სექტის აქტივისტებს შეუერთდნენ და მეგაფონში იბღავლონ. ღირებულებებისგან დაცლილი ყოფილი დიპლომატები, რომლებმაც უსამშობლოთა ჭაობში ჩაყვინთეს, ვერაფრით ჩამოშლიან საგარეო საქმეთა სამინისტროს გარე ძალების დაკვეთითაც. ფარსია საზოგადოებისთვის იაფფასიანი ტირადებით იმის წარმოჩენა, რომ თითქოს რაღაც ინსტიტუციური მეხსიერება გაიყოლიეს. შეუცვლელი არასდროს, არსად არავინაა. სამინისტროს ცალკეული ექს-ჩინოსნები კი, საკუთარი შედარებით ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნადვილად იმსახურებენ, რომ ნაფტალინიანები ეწოდოთ. წლებია ვიცნობ საგარეო უწყებაში არსებულ ვითარებას. რასაკვირველია, ყველას არ ეხება, მაგრამ ამბიციური “ფუყე თავთავები” არასდროს აკლდა სამინისტროს საკადრო რესურსს. “ჩაწყობითაც” მისული ქედმაღალი არაერუდირებულების წმენდის დრო ნამდვილად დადგა“,- წერს აბაშიძე.