პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასულმა თანამშრომლებმა ყოველგვარი მორალური ზღვარი გადაკვეთეს და ყოფილი თანამშრომლების ბულინგი დაიწყეს

საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასულმა თანამშრომლებმა, ყოველგვარი მორალური ზღვარი და წითელი ხაზები გადაკვეთეს! ისინი ზღვარგადასულ მავნებლობას განაგრძობენ, ნახეს რა, რომ სახელმწიფო და სამინისტრო, როგორც ინსტიტუტი ვერ დააზიანეს, ახლა ყოფილი თანამშრომლების ბულინგი დაიწყეს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მორალურად მიუღებელია ყოფილი თანამშრომლების თუ კოლეგების ბულინგი, მეორე მხრივ კი, ექსპერტი ინტერესდება, თუ ასეთ ჭაობში იყო სამინისტრო აქამდე სად იყვნენ ეს ადამიანები.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, უცხოელმა აქტორებმა დაინახეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რაც გლობალური ძალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და ცრუ დღის წესრიგს საფრთხის ქვეშ აყენებს, შესაბამისად მათ საკუთარი აგენტურა გაააქტიურეს და მკაფიო დავალება მისცეს, ტალახი ესროლონ უწყებას.

“საგარეო საქმეთა სამინისტროდან წასულმა თანამშრომლებმა, ყოველგვარი მორალური ზღვარი და წითელი ხაზები გადაკვეთეს! ისინი ზღვარგადასულ მავნებლობას განაგრძობენ, ნახეს რა, რომ სახელმწიფო და სამინისტრო, როგორც ინსტიტუტი ვერ დააზიანეს, ახლა ყოფილი თანამშრომლების ბულინგი დაიწყეს, მათი განცხადებით, სამინისტროში პროფესიონალი აღარ დარჩა, თურმე სამინისტრო იმ იმბეცილებზე იდგა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს (თავისივე მიზეზით). მორალურად მიუღებელია ყოფილი თანამშრომლების თუ კოლეგების ბულინგი, რომელთან ერთადაც წლები იმუშავე, ეს შენ არაპროფესიონალიზმს და ადამიანურ სიღარებეს ნიშნავს, მეორეს მხრივ თუ ასეთ ჭაობში იყო სამინისტრო აქამდე სად იყვნენ? ხმას რატომ არ იღებდნენ? პასუხი მარტივია, საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიონალების ხელშია, აღნიშნულმა პიროვნებებმა ეს ყოველივე კარგად იციან. უცხოელმა აქტორებმა დაინახეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რაც გლობალური ძალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და ცრუ დღის წესრიგს საფრთხის ქვეშ აყენებს, შესაბამისად მათ საკუთარი აგენტურა (სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები) გაააქტიურეს და მკაფიო დავალება მისცეს, ტალახი ესროლონ საგარეო საქმეთა სამინისტროს. მიზანმიმართულად ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დისკრედიტაცია რადგან ის (სამინისტრო) ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ხელს უშლის გლობალური ძალების გეგმის შესრულებას!” – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა