პოლიტიკა

იაგო კაჭკაჭიშვილი – საქართველოს მოსახლეობის 45.5% იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ

საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე, რომ ISSA ატარებდა საზოგადოებრივი აზრის ახალ გამოკითხვას საქართველოს მოსახლეობაში, 2000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი),-ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქში წერს.

მისი თქმით, საველე სამუშაოები დასრულდა ორი დღის წინ, 30 ივნისს.

„პრეზენტაციამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ გამოკითხვის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ შედეგს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი (45.5%), ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ/ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ.

ამდენად, ჭრილებია საინტერესო.

დართულ დიაგრამაზე თავად ნახავთ დეტალურ მონაცემებს. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში: ა) წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტოს იდეა (43.3%), ბ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენეტი არჩევნებთან ერთად ემხრობა 26.2%, ხოლო გ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს 20.5%.

აქვე, საინტერესოა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს ქ/ოცნების ამომრჩევლები (70.4%).“,-წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

May be an image of text

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა