როცა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ატლანტიკური საბჭოა და რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულზე უფრო მტრულადაა განწყობილი, ანგარიშს აქვეყნებს ცხადია გარკვეულწილად დაინტერესდები. აღმოჩნდა, რომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ატლანტიკური საბჭო აღიარებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია, შესაბამისად მოგვწონს თუ არა ფაქტია, რომ ყოველივე ეს ქართული ხელისუფლების დამსახურებაა.
„როცა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ატლანტიკური საბჭოა და რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულზე უფრო მტრულადაა განწყობილი, ანგარიშს აქვეყნებს ცხადია გარკვეულწილად დაინტერესდები. აღმოჩნდა, რომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი იყო, რომ 2030 წლის ჩათვლით რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო 21 ე საუკუნის ტოპ სამეულში იქნებაო გვეუბნებოდა. ახლა კი, გვამცნობენ, რომ ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც ისეთ ასპექტებს მოიცავს როგორიცაა შემოსავლების დონე, სოციალური თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოსდაცვა, განათლება, ჯანდაცვა, ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია ჰოო, და ეს ატლანტიკური საბჭო კი აღიარებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო პროგრესის ლიდერია. რა ვქნათ ახლა, ეს შედეგები და ანალიზები მოგწონს თუ არა, ამ ხელსუფლების დამსახურება რომ არის ფაქტია“,-წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.