უცხოური მედია

რუსეთი აზერბაიჯანს „არამეგობრულ ქმედებებში“ ადანაშაულებს

რუსეთი აზერბაიჯანს ორმხრივი ურთიერთობების „განზრახ დანგრევაში“ ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა აზერბაიჯანის ელჩთან, რახმან მუსტაფაევთან პროტესტი გამოთქვა „ბაქოს ბოლოდროინდელი არამეგობრული ქმედებების გამო“.

„ესენია: სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებების გაუქმება, ხელისუფლების წაქეზებით აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებული რუსოფობიური კამპანია, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების აღმაშფოთებელი, მიუღებელი ქმედებები რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ, რესპუბლიკაში ყველა კულტურული ღონისძიების გაუქმება რუსეთიდან ჩასული შემსრულებლების მონაწილეობით, მათ შორის ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფების“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, აზერბაიჯანის ელჩს ვერბალური ნოტა წარედგინა რუსი ჟურნალისტების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით.

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელ დაკავებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით, როგორც სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ნაწილი, რომლებიც ეხება წინა წლებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ბაქოს მცდელობა, დაადანაშაულოს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, წარმოადგენს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა