პოლიტიკა

ტრამპი – პუტინთან საუბრით არ ვარ კმაყოფილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რომ პროგრესი არ არის მიღწეული.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილა.

„მოგვიწია იმის თქმა, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი ზარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე. ასევე ვისაუბრეთ, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე. მე ამით არ ვარ კმაყოფილი. არ ვარ კმაყოფილი“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საუბრის დროს უკრაინის საკითხზე მიღწეულია თუ არა რაიმე სახის პროგრესი, ტრამპმა უპასუხა, რომ „დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ ყოფილა“.

ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას იარაღს აწვდის.

„ჩვენ ვაწვდით იარაღს უკრაინას. ვმუშაობთ მათთან, ვცდილობთ, დავეხმაროთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვისაც საკმარისი გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა