Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ყველას, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ვცდილობთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის გამოყენებით, რომ არავინ გადაუხვიოს არაღიარების პოლიტიკას

რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ყველას, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მისი განცხადებით, ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის ნაწილი.

„როგორც იცით, წელს გაეროში რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს დევნილების დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავისი არსით არის ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, წელს ჰყავდა რეკორდულად მაღალი რაოდენობა მხარდამჭერებისა, სპონსორებისა.

ასევე, ვცდილობთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის გამოყენებით, რომ არავინ გადაუხვიოს არაღიარების პოლიტიკას და პირიქით, ვინც არ არ აღიარებს საერთაშორისო სამართლის ამ ძირითად პრინციპებს, დაუბრუნდეს ამ ძირითადი პრინციპების აღიარებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა