პეკინს არ შეუძლია, უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხება დაუშვას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, კაია კალასს განუცხადა.
ინფორმაციას South China Morning Post-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული პოზიციის მიზეზი არის ის, რომ ჩინეთი „შიშობს, აშშ მთელ ყურადღებას პეკინზე გადაიტანს“. South China Morning Post-ი წერს, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად უსვამს ხაზს, რომ ჩინეთი „არ არის მხარე“ რუსეთ-უკრაინის ომში.
მედიის ცნობით, ვანგ იმ კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები, რომ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ, ფინანსურ ან სამხედრო მხარდაჭერას უწევს. ოფიციალური პეკინის განცხადებით, ასე რომ ყოფილიყო, „კონფლიქტი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა“.