„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ პატიმარი გიორგი ბაჩიაშვილი `ვივამედში“ გადაყვანილი იყო მრავლობითი დაზიანებით.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, რის შემდეგაც ის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რათა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
„კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა დაზიანებები აქვს, ამის უფლება არ მაქვს. მას გაეწია შესაბამისი სამდიცინო დახმარება და ექიმების გადაწყვეტილებით, დაბრუნებული იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მას ჩაუტარდა ყველა ის კვლევა, რაც აუცილებელია ამ დაზიანებების დროს“,-განაცხადა ექიმმა.
მისივე თქმით, პაციენტს მოტეხილობა არ აღენიშნებოდა. ჰქონდა დაზიანებები სხვადადასხვა სახის, მათ შორის, თავის არეში.
Facebook Comments Box