პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ჟურნალისტმა ანა ვან დენსკიმ RTVI US-ის ეთერში განაცხადა, რომ ეპშტეინის საქმემ მოძრაობა MAGA ( make America great again) -ში განხეთქილება შეიტანა და დონალდ ტრამპს მისი ყველაზე ერთგული მომხრეებიც კი ჩამოაშორა.
„ამჟამად, ჩვენს თვალწინ, აშშ-ში კოლოსალური პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. რადგან ტრამპის ყველაზე ერთგული ამომრჩეველი – MAGA მოძრაობა, მისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მოითხოვს. პარტიის ხელმძღვანელობამ მოულოდნელად შეიცვალა პოზიცია და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეპშტეინის სია არ არსებობს. და ეს არ შეიძლება არ იყოს დამაბნეველი“, – ამბობს ვან დენსკი.
გარდა ამისა, ის არ თვლის, რომ ეპშტეინმა თავი მოიკლა:
„პირადად მე არ მჯერა იმ ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა. ვფიქრობ, ის სიცოცხლეს გამოასალმეს, და იგივე ბედი შეიძლება ეწიოს მასაც [ეპშტეინის თანამზრახველ ქალს, გისლეინ მაქსველს]“.
ამავე დროს, ეპშტეინის ყოფილი ადვოკატი მიიჩნევს, რომ ფინანსისტმა ცალსახად თავი მოიკლა, მაგრამ „ამაში დაეხმარნენ“, იუწყება Fox News.