პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები

x

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევრო-ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე.

მისი თქმით, არავის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები.

„ზაფხულის არდადეგებზე ევროკორუფციულმა პარლამენტმა ჩალისფასიანი გზავნილი დაგვიტოვა – “საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის”, ანუ სანამ მათი ვასალები არ მიიტაცებენ ძალაუფლებას. სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე. და ვის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები და ა.შ. ამასთან, საინტერესოა, თუკი უკრაინას ჰყავს ე.წ. დემოკრატიული ხელისუფლება და ვითომ წინ გვისწრებს განვითარების პარამეტრებით, რატომ ამბობს კანცლერი მერცი, რომ 2034-შიც სათუოა უკრაინის ევრობლოკში მიღება?..“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა