„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიისდაკორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ მთავრობის წარმომადგენლები კანონს და აერთიანებს მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის შემფასებელ აგრეგატებს მსოფლიოს164 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით.
შეფასების 100%-ანი სიტემით საქართველომ 62.1% დაიმსახურა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიოში 3-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.
რაც შეეხება შეფასების ისტორიულ პროგრესს,საქართველომ მართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა. კვლევის თანახმად, 21-ე საუკუნეში საქართველოს მაჩვენებელი 31 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. შედარებისათვის, ამავე პერიოდში ევროკავშირში ბიუროკრატიის და კორუფციის შეფასება 2 -პროცენტული პუნქტით გაუარესდა, გაუარესებულია აგრეთვე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელიც.
აღსანიშნავია 2012 წლის შემდეგ განცდილი სარეიტინგო წარმატება, რასაც ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული მიმართულებით მიაღწია. ამ პერიოდში საქართველო გლობალურ რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და დღეს უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს და ა.შ.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაერო-ს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.