პოლიტიკა

Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა – კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ის Coldplay-ის კონცერტზე, კომპანიის HR-თან ერთად რომანტიკულ სკანდალში გაეხვა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

ვიდეოში, რომელიც თავდაპირველად სტადიონის გიგანტურ ეკრანზე გამოჩნდა, წყვილი ერთმანეთს ეხვევა, თუმცა ეკრანზე გამოჩენის შემდეგ კამერას ემალებიან.

Coldplay-ის წამყვანმა ვოკალისტმა, კრის მარტინმა, წყვილის დამალვის ნახვის შემდეგ, მაყურებელს უთხრა: “ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან”.

TikTok-ზე გამოქვეყნებულმა თავდაპირველმა ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა. შემდეგ ის სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, კომპანიამ X-ზე დაადასტურა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი გაათავისუფლეს. Astronomer-მა განცხადება გაავრცელა:

“Astronomer-ი ერთგულია იმ ღირებულებების და კულტურის, რომლებიც ჩვენი დაარსების დღიდან გვაქვს. დირექტორთა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო და დამატებითი დეტალები ძალიან მალე გვექნება,”- ნათქვამია განცხადებაში.

Astronomer-ის – 1.3 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი დაქორწინებულია. ის ფირმას 2023 წლის შუა რიცხვებიდან ხელმძღვანელობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა