1992 წელს დონალდ ტრამპმა ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინისთვის დახურული წვეულება მოაწყო „ახალგაზრდა ქალების“ მონაწილეობით. ამის შესახებ The New York Times-ს ფლორიდელმა ბიზნესმენმა ჯორჯ ჰურეინიმ განუცხადა, რომელიც ღონისძიების ორგანიზებით იყო დაკავებული.
ჰურეინი იხსენებს, თუ როგორ გააკვირვა ტრამპის უცნაურმა თხოვნამ.
„დონალდ, ეს VIP-სტუმრების წვეულება უნდა იყოს. გინდა თქვა, რომ მხოლოდ შენ და ეპშტეინი იქნებით?“ — ეკითხებოდა ის.
საბოლოოდ, მარ-ა-ლაგოს მამულში გასამართი ღონისძიებისთვის თვითმფრინავებით ქვეყნის მასშტაბით 28 გოგონა ჩაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, ბიზნესმენი აღიარებს, რომ უკვე მაშინ აფრთხილებდა ტრამპს ეპშტეინის შესახებ: „ჯეფს კარგად ვიცნობ, არ შეიძლება, რომ ის ახალგაზრდა გოგონებზე ნადირობდეს“.
წვეულების შემდეგ, ჰურეინის ყოფილმა შეყვარებულმა ტრამპის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების გამო სარჩელიც კი შეიტანა, მაგრამ მოგვიანებით ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ უკან გაიწვია.
Facebook Comments Box