Black Sabbath-ის ლიდერი და ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაცია მუსიკოსის ოჯახმა დაადასტურა.
განცხადებაში ნათქვამია: „სევდით, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, იძულებულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად იყო სიყვარულით გარემოცული. გთხოვთ, ყველამ პატივი სცეს ჩვენი ოჯახის პირად სივრცეს ამ რთულ დროს“.
ინგლისელი ოზი ოსბორნმა და მისმა ჯგუფმა Black Sabbath 1970-იანი წლების დასაწყისში სახელი გაითქვეს, როგორც heavy metal -ის სტილის ერთ-ერთ ფუძემდებლად და როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენად ითვლებიან.
Black Sabbath-მა ერთად და შემდეგ ცალკე ოზიმ, რომელიც 1979 წელს ჯგუფიდან სიმთვრალისა და ნარკოტიკების გამო გააძევეს, 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდეს და შეყვანილები არიან ამერიკის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.