ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ევა გოცირიძე„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი10°C
  • გორი13°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ20 ᲛᲐᲠᲢᲘ11:39
ვიქტორ ჯაფარიძე

განცხადება · 158 ნახვა

„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობ იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო“

„დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ რეგიონული ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ პოსტით იმ ღვაწლს უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისა და ერისა წინაშე პატრიარქს მიუძღვის. „მეორე დღეა მთელი ქვეყნიდან მოდიან მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი პატრიარქის ილია II -ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ვიღებთ სამძიმრებს ჩვენი არაქრისტიანი თანამემამულეებისგანაც, რომლებიც ჩვენს უსაზღვრო მწუხარებას ჩვენთან ერთად იზიარებენ. ამ მძიმე წუთებში ძნელია სრულად შეაფასო ჩვენი სულიერი მამის ღვაწლი დედა ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე. დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა.

მხოლოდ 9 აპრილისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კონფლიქტის ზონიდან ჩვენი გმირი ჯარისკაცების გადმოსვენების გახსენებაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რა რთულ და გამოწვევებით სავსე ეპოქაში მოუწია მას, როგორც სულიერ ლიდერს, ემართა და გაეძლიერებინა დედა ეკლესია. დღეს, ძალიან შთამბეჭდავი იყო პატრიარქის ნათლულების მარში, მძიმე დემოგრაფიული სურათის ფონზე, მისი ეს ინიციატივა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, რამდენად დიდი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულიერი მამა გვყავდა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო,“ – წერს ვიქტორ ჯაფარიძე.

ვიქტორ ჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ვიქტორ ჯაფარიძე„ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას“
  2. ვიქტორ ჯაფარიძე„„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და “გაკულაკებული” მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები“
  3. ვიქტორ ჯაფარიძე„ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს“
  4. ვიქტორ ჯაფარიძე„მადლობა „პოსტვ“-ის ყველა თანამშრომელს იმ სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა დაგვასანქცირა — „პოსტვს“ არაფერი ემუქრება“