უცხოური მედია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ევროპაში ათასობით ადამიანს ასამართლებენ საკუთარი მთავრობების კრიტიკისთვის. ეს „ორუელისეული“ გზავნილი შეერთებულ შტატებს ვერ მოატყუებს. ცენზურა თავისუფლება არ არის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

აშშ-ის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სოციალური მედიისა და სხვა ონლაინ პლატფორმების რეგულირება „ორუელისეულ“ ცენზურას წარმოადგენს.

„ევროპაში ათასობით ადამიანს ასამართლებენ საკუთარი მთავრობების კრიტიკის დანაშაულისთვის. ეს „ორუელისეული“ გზავნილი შეერთებულ შტატებს ვერ მოატყუებს. ცენზურა თავისუფლება არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს პრეტენზია დაუკავშირა „ციფრული სერვისების აქტს“ – ევროკავშირის ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის წესების წიგნს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, „ციფრული სერვისების აქტი“ მხოლოდ ევროპელ ლიდერებს იცავს საკუთარი ხალხისგან.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა